|
2019-06-12 21:24:39, 1442 ნახვა
ეკონომიკა
ბახტაძე - საქართველოში აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს
როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მესამე წლიური კონფერენციის გახსნისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იმის მიუხედავად, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო ამ მიღწევით არ კმაყოფილდება. "სამყარო სავსეა მზარდი რაოდენობისა და მასშტაბის გაურკვევლობებით. ძველი ინსტიტუციები ეროზიას განიცდის. ნაცნობი პარტნიორები რყევების შედეგად ხელახლა ყალიბდებიან. დიდი შესაძლებლობების მქონე ახალი მოთამაშეები ჩნდებიან ჩვენს ირგვლივ. ზოგმა სახელმწიფომ წარუმატებლობა გამოსცადა, ნაწილს - პოლიტიკური გარდაქმნის პერიოდი დაუდგა. როდესაც ვფიქრობთ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მომავალზე, ვხედავთ უფრო ძლიერ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებულ არქიტექტურას ეფუძნება. ველით მეტ ამერიკულ კომპანიას საქართველოში, რომლებიც ბიზნესისადმი კეთილგანწყობილი გარემოთი და საქართველოს გეოგრაფიული ადგილმდებარეობით სარგებლობენ. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი აშშ-საქართველოს სტრატეგიული და სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება ჩვენს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაფართოებით. ამ კუთხით, ძალიან მახარებს ვაშინგტონამდე სან-ფრანცისკოსა და სიეტლში ჩემი ვიზიტის შედეგები, აქედან კი დალასში მივემგზავრები. შეხვედრები მქონდა ბიზნესწრეების გამოჩენილ წარმომადგენლებთან, ინვესტორებსა და დიდი კაპიტალის მქონე მეწარმე სუბიექტებთან, პოლიტიკის განმსაზღვრელებთან. ჩემი მიზანი იყო მათი ინფორმირება იმ მრავალფეროვან შესაძლებლობებზე, რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას უკავშირდება. საუბარი მაქვს ქვეყანაზე, სადაც აღმოსავლეთი ხვდება დასავლეთს, ჩრდილოეთი - სამხრეთს, ტრადიციები კი - ინოვაციებს.საქართველო ღიაა ბიზნესის კეთებისთვის და მიესალმება ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც ქვეყნისა და რეგიონის უხვ შესაძლებლობებს გამოიყენებენ. ჩვენ გვსურს ვიხილოთ მეტი ინვესტიცია, მეტი ვაჭრობა და მეტი ამერიკა საქართველოში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ და გამოთქვა რწმენა, რომ ერთობლივი ძალისხმევით აშშ-საქართველოს პარტნიორობა კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)