|
2019-06-11 16:53:16, 1718 ნახვა
ეკონომიკა
„პსპ დაზღვევა“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს დაზღვეულებს
11 ივნისს „ტექნოპარკის“ საკონფერენციო დარბაზში, ხელი მოეწერა სს “პსპ დაზღვევასა“ და „სტარტაფ Mydoc“-ის ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციას დაზღვევის და ჯანდაცვის სფეროში. 2010 წლიდან „პსპ დაზღვევა“ მუდმივად ქმნის და სთავაზობს მომხმარებელს განსხვავებულ ინოვაციურ და ტექნოლოგიურ სერვისებს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალ სტანდარტს და სამართლიანად იმსახურებს მომხმარებლის ნდობას. 2018 წელს პირველად საქართველოში შეიქმნა დაზღვევის პორტალი, რომელიც ყველა სადაზღვევო სერვისს ერთ ვირტუალურ სივრცეში აერთიანებს. პსპ დაზღვეულს, აქვს შესაძლებლობა ნებისმიერი სადაზღვევო მომსახურება მიიღოს სწრაფად და მარტივად თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით. დაზღვევის პორტალი არის სივრცე, რომელიც ულევ შესაძლებლობებს იძლევა და ვითარდება. სექტემბრის თვიდან პსპ დაზღვევის პორტალს ემატება ფუნქციონალი რომელიც ითვალისწინებს ორ შესაძლებლობას. სისტემა ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების საშუალებით, ადგენს შესაძლო კავშირებს წარმოდგენილ სიმპტომებსა და მონაცემთა ბაზაში არსებულ დიაგნოზებს შორის, რაც იძლევა საშუალებას, წინასწარ შეიქმნას სურათი პაციენტის მდგომარეობის შესახებ და მოცემულ სიმპტომებზე დაყრდნობით, ექიმმა მიიღოს ინფორმაცია შესაბამისი დაავადებების ალბათობათა შესახებ. ექიმი, თავის მხრივ, მაღალი დონის ავტომატიზაციისა და ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით გაცილებით ეფექტურად და ხარისხიანად წარმართავს დიაგნოსტირების, მკურნალობისა და პაციენტზე შემდგომი მეთვალყურეობის პროცესს. ასევე, პლატფორმა საშუალებას იძლევა, ონლაინ რეჟიმში დამყარდეს კომუნიკაცია პაციენტსა და ექიმს შორის. დაზღვეულს ეძლევა შესაძლებლობა მკურნალ ექიმს გადაუგზავნოს სხვადასხვა სამედიცინო ინფორმაცია, მიიღოს ექიმისაგან დიაგნოზი და დანიშნულება. დაზღვეული, პსპ დაზღვევის პორტალზე online.ipsp.ge გაივლის ონლაინ გასაუბრებას ე.წ ექიმის ვირტუალურ ასისტენტთან - ჩატბოტთან და სპეციალური კითხვარის საშუალებით, შეავსებს საჭირო მონაცემებს. ეს არის იმ სერვისების ჩამონათვალი, რასაც პსპ დაზღვევა სთავაზობს ყველა დაზღვეულ პირს, და რისი ანალოგიც, ამ ეტაპზე, არათუ საქართველოში, არამედ რეგიონშიც არ არსებობს. პსპ დაზღვევა აგრძელებს ტექნოლოგიურ და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობას და მალე მომხმარებელი შეიტყობს პლატფორმის კიდევ ერთ სიახლეს, რომელიც ითვალისწინებს დაზღვეულის ელექტრონული სამედიცინო ისტორიის წარმოების სიახლეს.
(R)
ავალიანის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულებები გიორგი მალანიას წინააღმდეგ, რომლითაც დადასტურდება, რომ ის ნამდვილად დამნაშავეა
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას საქმეზე დაკავებული ქალი კლინიკაშია მოთავსებული
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ქალს, პატიმრობა შეეფარდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)