07:49 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-10 16:16:38, 1810 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს შეხვდა

პორტუგალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მადეირას ავტონომიური რეგიონის მთავრობის პრეზიდენტს მიგელ ალბუკერკეს და ვიცე პრეზიდენტს პედრო ქალადოსს შეხვდა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებზე და რეგიონალურ დონეზე წარმატებული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ არსებობს შეთანხმება საქართველოსა და პორტუგალიას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. პორტუგალია მზად არის საქართველოს გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება ამ მიმართულებით. მიმდინარე წელს პორტუგალიელ ვიზიტორთა რიცხვი ქვეყანაში 35 % ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის ფარგლებში თორნიკე რიჟვაძემ უკვე გამართა შეხვედრა  მადეირას ავტონომიური რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეს ჯონ ლინო თრაქუადა გომესსთან, სადაც მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ  მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს  სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას და  ქვეყნის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო ასპარეზზე.

აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები 2021 წლის World Travel Award-ის დაჯილდოების ცერემონიალის ბათუმში ჩატარების შესახებ.

შეხვედრას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავჯდომარე დავით გაბაიძე ესწრებოდა.

აჭარის მთავრობის ოფიციალური ვიზიტი მადეირას რეგიონში დაკავშირებულია ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიასთან, სადაც ბათუმმა ევროპის მზარდი ტურისტული მიმართულების  ჯილდო მოიპოვა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics