|
2019-06-08 16:13:12, 2308 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობისთვის მერსი ტემბონს მადლობა გადაუხადა
„მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველა ძალისხმევისთვის, რომელიც არ დაიშურეთ ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის, ეკონომიკის გაუმჯობესებისა და სოციალური განვითარებისთვის," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ბანკის მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის ყოფილი რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონისა და ამ პოსტზე დანიშნული სებასტიან მოლინეუსის წარდგენას მიეძღვნა. მიღება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართა და მას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. გამოსვლაში ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ მერსი ტემბონი საქართველოს კვლავ ესტუმრება, ამჯერად როგორც ტურისტი და მას სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ამავე დროს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მიესალმა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსის დანიშვნას და მას ასე მიმართა: „საქართველო ერთი დიდი ოჯახია და დარწმუნებულები ვართ, რომ მას შემდეგ, რაც მისი ნაწილი გახდებით, დიდ წვლილს შეიტანთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენი კარი ღია იქნება თქვენთვის 24 საათის განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ქართველები 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ და ამით ვართ გამორჩეულები. დარწმუნებული ვარ სასიამოვნო იქნება თქვენთან მუშაობა“, - განაცხდა მან. სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის პოსტზე სებასტიან მოლინეუსმა მერსი ტემბონი შეცვალა, რომელიც ამ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
(NS)
გორდულაძე - ბატონმა სიორიძემ ახლა მაინც დაიოკოს ნერვები - გაღიზიანებული ვინცაა ეტყობა
სეს: დარღვევების გამო, "კნატუნას" საწარმოო პროცესი შეუჩერდა
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამა 23 უნივერსიტეტში - გაიგე, სად შეგიძლია მოიპოვო სწავლის დაფინანსება
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)