|
2019-06-07 14:34:26, 1474 ნახვა
კომენტარი
თურნავა - „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი შესაძლებელი არასდროს იქნება
„გაზპრომის“ დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. თურნავას განმარტებით, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად კვლავ აზერბაიჯანი რჩება. „მთავარი პრინციპი, რომელსაც ჩვენ ვატარებდით და გავატარებთ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში, იყო პირველ რიგში უსაფრთხოება, ქვეყნის ენერგეტკული უსაფრთხოების სტრატეგიული უსაფრთხოების დაცვის პრიორიტეტი, რაც ზედმიწევნით შესრულდა. დღეს თუ ჩახედავთ გაზის ბალანსს, რომელიც გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე, 2 მილიარდ 500 მილიონი კუბური მეტრის ბაზრიდან, რაც არის ჩვენი მთლიანი მოხმარება, 95% გაზი არის აზერბაიჯანული წარმომავლობის. აზერბაიჯანი რჩება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად. ჩვენ ვიღებთ ორი წყაროთი აზერბაიჯანიდან გაზს, ეს არის ჩვენი კუთვნილი კვოტა, როგორც სატრანზიტო ქვეყნის. ასევე არის სახელმწიფო კომპანია „სოკარის“ მიერ მოწოდებული გაზი - ამ გაზით იფარება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული მომხმარებელი - ეს არის ჩვენი მოსახლეობა, ეს არის ჩვენი თბოელექტროსადგურები ანუ ელექტროენერგიის გენერაცია. აქ ჩვენ გვაქვს მყარი გარანტიები, რომ მთლიანად ეს სეგმენტი ჩვენი სტრატეგიული მომხმარებლის დაფარული იქნება და არის აზერბაიჯანული გაზით. რაც შეეხება, კომერციულ სეგმენტს, კომერციულ სეგმენტში, ბიზნესში ჩვენ ყოველთვის მომხრე ვართ, რომ შემოვიდეს გარკვეული კონკურენცია. ჩვენი მოლაპარაკებების შედეგად და დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ, რომ კომერციული საიდუმლოებაა დოკუმენტი, მაგრამ შედეგს ხედავთ. ჩვენ შევძელით პირობების გაუმჯობესება მათ შორის მიწოდებული გაზის ნაწილშიც და ახლა მცირე დოზით, ჩვენი მოხმარების სულ 5%, ეს გაზი წარმოდგენილია ბაზარზე, როგორც ალტერნატიული. გაიყიდა მისი დიდი ნაწილი აუქციონის მეშვეობით, შედგა ძალიან დიდი კონკურენცია, 8 კომპანია მონაწილეობდა. ეს გაზი შეიძლება ძალიან მცირეა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოტივატორია კონკურენციისთვის. აქედან გამომდინარე ალტერნატივის არსებობა ბაზარზე, ისევ და ისევ ჩვენი ბიზნესების კონკურენტუნარიანობით არის განპირობებული . თუმცა, ისევ და ისევ ვამბობ, რომ ეს არის სულ 5% ჩვენი წლიური მოხმარების. ასე რომ „გაზპრომის“ რაიმე დომინირებაზე საუბარი არ იქნება, ვერ იქნება და არასდროს იქნება შესაძლებელი“,- განაცხადა თურნავამ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)