2019-06-05 11:55:37, 1959 ნახვა
კომენტარი
ზელენსკი ბახტაძეზე: ძალიან კარგი ადამიანია, ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ბრიუსელში შეხვედრას ადასტურებს.
როგორც ზელენსკიმ "ქრონისკასთან" საუბარში აღნიშნა, მამუკა ბახტაძესთან ტელეფონის ნომრები გაცვალა.
"დიახ, ძალიან კარგი ადამიანია. ჩვენ გავცვალეთ ტელეფონის ნომრები. ვისაუბრეთ ჩვენს ურთიერთობაზე, საქართველოზე და უკრაინაზე",- განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვაზე - აპირებს თუ არა უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვიოს, მან დადებითი პასუხი გასცა.
"რატომაც არა. დიახ. საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ერთხელ ნამყოფი ვარ საქართველოში,"- დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,