23:57 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 13:00:42, 1517 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - სააპელაციოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილეები გარეთ არიან

ზაზა სარალიძის ოჯახის ადვოკატის ნესტან ლონდარიძის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ სარალიძის მკვლელობაში მონაწილეები გარეთ არიან.

ამასთან, ადვოკატის შეფასებით, დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმება. 

"მივესალმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას და ვთვლით, რომ სასამართლომ თავის თავზე ძალიან დიდი როლი აიღო. ჯერ თავიდან საქალაქო სასამართლომ, ხოლო ამ ეტაპზე უკვე სააპელაციო სასამართლომაც აიღო თავზე ის დიდი პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. მან სრულად მიუთითა პროკურატურას, რომ გამოუძიებელია საქმე, მას დაუდგენელი პირები ჰყავს საქმეში. ორგანოს არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ეს დაუდგენელი პირები დადგენილად ექცია. არა ერთი დარღვევა ფიქსირდება საქმეში. მოზარდი 12 ჭრილობით არის მოკლული და დღემდე უცნობია მისი მკვლელები. პროკურატურას კი არც ერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს. დღეს დადგა ის ეტაპი, რომ პროკურატურამ ნაბიჯები გადადგას და პასუხი გასცეს ყველაფერს. ჩვენ ბრძოლას გავაგრძელებთ. დაუსჯელი არავინ არ დარჩება. პროკურატურას ეკისრება იმის პასუხისმგებლობა, რომ ამ დრომდე დაუდგენელია დათუნა სარალიძის მკვლელები", - განაცხადა ნესტალ ლონდარიძემ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics