11:51 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-03 12:18:18, 6751 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო

სააპელაციო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. 

სააპელაციო სასამართლომ დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში გ.ჯ. დამნაშავედ ცნო. ამასთან, პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კერძოდ, ბრალდების მხარე მიიჩნევდა, რომ მსჯავრდებული გ.ბ. დავით სარალიძის მკვლელობაში იყო დამნაშავე, თუმცა სასამართლომ ბრალდების პოზიცია არ გაიზიარა.

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ლევან დადუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით და დამნაშავედ ცნო გ.ბ.

„დღეს, 2019 წლის 3 ივნისს, თბილსის სააპელაციო სასამართლოში დასრულდა სააპელაციო საჩივრების განხილვა 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. სასამართლომ განაჩენი არასრულწლოვან გ.ბ.-ს მიმართ კვალიფიკაციის ნაწილში დატოვა უცვლელი, თუმცა დაუმძიმა სასჯელი და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. რაც შეეხება, არასრულწლოვან გ.ჯ.-ს სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა ბრალების მხარის არგუმენტაცია და საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა შემდეგი: 2017 წლის 1 დეკემბერს, თბილისში, არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა ჩაიდინა გ.ჯ.-მ ჯგუფურად დაუდგენელ პირთან, სხვა პირთან ერთად. გ.ჯ.-ს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საბოლოოდ განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 წლისა და 3 თვის ვადით. განაჩენი შესძლებელია გასაჩვრდეს უზენაეს სასამართლოში ერთი თვის ვადაში“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics