03:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-01 18:07:31, 863 ნახვა

რეგიონი
დავითაშვილი: ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას - აქ მოხდება თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა.

,,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის პრეზენტაცია გვაქვს. ჩვენ ვიწყებთ ჯავახეთის ზეგანის განვითარებას. მოხდება ადგილობრივი ფერმერული თევზსაჭერი მეურნეობების და კოოპერატივების ჩამოყალიბება, რათა მოსახლეობას წარმოების მეტი საშუალება მიეცეს. განხორციელდება ნაოსნობის განვითარების მხარდამჭერი პროგრამებიც, რომლებიც, საბოლოოდ, აბულის, ფარავნისა და საღამოს ტბებს დაცულ ტერიტორიებად აღიარებს. დაცული ტერიტორიები მოიცავს ეკოსისტემის განვითარებასა და შენარჩუნებაზე ზრუნვას და არ გულისხმობს მოსახლეობისთვის სამეურნეო საქმიანობების შეზღუდვას. არსებული პროექტებით ვცდილობთ, მოსახლეობას დამატებითი ღირებულებების შექმნაში დავეხმაროთ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამომავლოდ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გეგმავს საღამოსა და ფარავნის ტბებში წარსულში დამახასიათებელი იხტიოფაუნის გამრავლებას, თევზის სახეობების აღდგენას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ მოსახლეობას მდგრადად ისარგებლოს ბუნებრივი რესურსით.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics