|
2019-06-01 16:34:47, 1715 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: წალენჯიხელებს დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები და ამ დანაპირებს ვასრულებთ
„დღეს, შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული დღეა წალენჯიხისთვის, რადგან აქ ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი. ჩვენ შემოდგომაზე ვიყავით აქ ჩამოსულები, პირადად მე შევხვდი ადგილობრივ მოსახლეობას და დავპირდი, რომ სულ მალე დაიწყებოდა გაზიფიცირების სამუშაოები. ამ დანაპირებს ვასრულებთ", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. ნათია თურნავამ დღეს სამეგრელო - ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან და გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორთან, ჯაბა ხმალაძესთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები პირადად დაათვალიერა. ეკონომიკის მინისტრი წალენჯიხაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ თავად გააცნო მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების პროცესში დაგეგმილი სამუშაოების დეტალები. პროექტის ფარგლებში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მოეწყობა გაზგამანაწილებელი სადგური, ჯამში, აიგება 39675 მეტრი მაღალი წნევის მკვებავი და ქსელის მოწყობისათვის საჭირო 132 597 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი. პროექტის დასრულების შემდეგ 2897 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას. ნათია თურნავას ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, 3-წლიანი გეგმის ფარგლებში გაზიფიცირდება 13 სოფელი. „მთავრობამ დაამტკიცა 3-წლიანი გეგმა და სულ რამდენიმე დღის წინ ეს სამუშაოებიც დაიწყო. ეს ნიშნავს, რომ მომავალ წელს, გათბობის სეზონის დადგმომამდე, ანუ ზაფხულის მიწურულს 3000-მდე წალენჯიხელს, ოჯახს სახლებში ბუნებრივი აირი ექნება", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 2019 – 2021 წლებში საქართველოს გაზიფიცირების სამთავრობო გეგმის თანახმად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩართულობით, საქართველოს მასშტაბით 226 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირება მოხდება, საიდანაც 75 - სამეგრელოშია. „აქედან გამომდინარე ეს პრობლემა ჩვენს მიერ გადაწყვეტილია სწორედ ისე, როგორც მოსახლეობას დავპირდით", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)