12:17 - 30 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 15:46:08, 1840 ნახვა

ეკონომიკა
ონლაინ სივრცეში „ლიბერთის“ ახალი ინოვაციური პლატფორმა onoff.ge ამოქმედდა

„ლიბერთის“ ახალი ინოვაციური ონლაინ პლატფორმა onoff.ge მომხმარებელს დროის, ფულის და ენერგიის დაზოგვას ვებ გვერდის მეშვეობით, ნებისმიერი საბანკო ბარათის გამოყენებით ნებისმიერი ტექნიკის შეძენას სთავაზობს.

ინოვაციური სიახლე, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის  საშუალებას წარმოადგენს. ბაზარზე არსებული, მსგავსი ონლაინ გვერდებისგან განსხვავებით, მაღალი ხარისხის ფოტო სურათებით ონლაინ დათვალიერებისა და ტექნიკური პარამეტრების დეტალური შესწავლის გარდა,  მომხმარებელს  პროდუქციის პარამეტრების შედარების მოქნილი და მარტივი სისტემის გამოყენება შეუძლია.

Onoff.ge-ს არის ყველაზე დიდი ონლაინ კატალოგი, ქართულ ენაზე და მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მსოფლიოში და საქართველოში არსებულ მაღაზიებში კონკრეტული ნივთის ფასისა და ტექნიკური პარამეტრების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება, შედარება და შეძენა. უახლოეს მომავალში შენაძენის გაკეთება შესაძლებელი იქნება როგორც ერთიანი გადახდით,  ასევე საბანკო საკრედიტო პროდუქტების მეშვეობით.

ლიბერთის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და უსაფრთხოების გუნდი არაერთ ინოვაციურ პროექტზე მუშაობს და მათგან ერთერთია onoff.ge - სრულიად უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებგვერდი, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ტრანზაქციის სწრაფად და უსაფრთხოდ განხორციელება.

უახლოეს მომავალში  Onoff.ge  კიდევ უფრო გაფართოვდება და მას საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრული კატალოგი დაემატება.

 

 

(R)









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, თავი შეიკავონ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი განცხადებებისგან
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics