06:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 15:18:07, 1353 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: პრემიერის გამოსვლა უტიფრობის და უსუსურობის კომბინაციაა

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში ინტერპელაციის წესით მისულ პრემიერ-მინისტრს გამოსვლას "უტიფრობის და უსუსურობის კომბინაცია" უწოდა.

ბოკერიამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტში კითხვებზე პასუხის გასაცემად აბსოლუტურად მოუმზადებელი მოვიდა.

"მთავარი საკითხი არის პოლიტიკური უსუსურობის და უტიფრობის კომბინაცია რასაც ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან ვხედავთ. პრემიერი ასე უტიფრად, პირდაპირ, კითხვებზე პასუხს არ გვცემს, სხვა თემაზე საუბრობს და თან თვით ბაქი-ბუქის პროცესშია. ეს არის დიდი უპატივცემულობა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პარლამენტის და საზოგადოების მიმართ, როდესაც ადამიანი მოდის, და მომზადებულიც კი არაა იმ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც მას კარგა ხნის წინ დაუსვეს. მინდა შეგახსენოთ, რომ მარტივ რაღაცებზეა საუბარი, აქ არ არის რაღაცა ძაან რთული - ოთხოზორია- ტატუნაშვილის საქმეზე რომ ვსაუბრობთ, ვსვამთ მარტივ კითხვას: წლებია, რატომ არ წაუყენეს ბრალი, იმ ადამიანებს, რომლებზეც ამომწურავი მტკიცებულებებია, გადაღებულია მკვლელობისას ეს ხალხი. ამაზე მეტი მტკიცებულება ბრალის წასაყენებლად წარმოუდგენელია, ასე არ გაგიმართლებს, სხვა მკვლელობების შემთხვევაში, ასე ფირი არ გექნება. და რა პასუხს ვიღებთ? რაღაცა სადღეგრძელოებს, აბსოლუტურად უსუსურს და უტიფარს ერთდროულად. იგივე შეიძლება ითქვას თიბისი ბანკზე - გვინდა გავიგოთ მისი პოზიცია, ის კი სხვა თემაზე საუბრობს, წელში იმართება და ჰგონია,რომ თუ უმრავლესობისგან სამარცხვინო ტაშს მოისმენს, ესაა საზოგადოებისთვის საკმარისი. ივანიშვილის დაკვეთაა, ვიცით, რომ ღარიბაშვილი იყო ამის მებაირახტრე და ჰგონიათ, რომ ივანიშვილს მოსწონს ეს, ან როცა უსუსური ხარ, ამით აკომპენსირებ მერე ამას. უსუსურობის და უტიფრობის პოლიტიკური კომბინაციაა, ის რაც დღეს ვიხილეთ ჩვენ ბატონი ბახტაძესგან", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics