|
2019-05-31 14:33:57, 1477 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა ნანა კოსტავაზე: ხელისუფლებაში სხვებიც აკეთებენ არაეთიკურ განცხადებებს, თუმცა თანამდებობაზე რჩებიან
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ არაეთიკური პოსტის გამო თანამდებობიდან მოხსნილი ნანა კოსტავა გამონაკლისი არ არის და სიძულვილის ენა "ქართული ოცნებისთვის" დამახასიათებელია. ბოკუჩავა აღნიშნავს, რომ როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობოებს "ნაცისტებს" უწოდებს, ქვემდგომი პირებიც აძლევენ თავს უფლებას საჯარო სივრცეში სიძულვილის ენა გაავრცელონ. "ეს ადამიანი, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის, რადგან სიძულვილის ენა, ზოგადად, არის ამ ხელისუფლების დამახასიათებელი ნიშანია. სიძულვილის ენას იყენებენ, მათ შორის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებიც ამის შემდეგ არ ტოვებენ თანამდებობებს. მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს ნაცისტები უწოდა. ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, დაბალი ღობე ნახეს ეს ადამიანი და გამოაცალეს გამომდინარე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, იმ ძალიან სწორი რეაქციის გამო, რომელიც ჰქონდა საზოგადოებას და მათ შორის ქუთაისელებს. ამ ტიპის სიძულვილის ენის ტირაჟირება, უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირებისგან, შემდგომ ხელს უხსნის უფრო ქვემდგომ პირებს, რომ თავის თავს მისცენ უფლება ასეთ ტონში ისაუბრონ საჯარო სივრცეში. საინტერესოა, ზვიად ძიძიგურმა გასცეს საზოგადოებას პასუხი იმაზე, თუ რა დამსახურებით მოავლინა ეს ქალბატონი ქუთაისის საკრებულოში მისი ფრაქციის თავმჯდომარედ, რა დამსახურება ჰქონდა გარდა იმისა, რომ სიძულვილით და სიძულვილის ენით გამოირჩეოდა საკუთარი აზრების გამოხატვით, მათ შორის საჯარო სივრცეში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიში. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ. დღეს, ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)