|
2019-05-31 13:18:28, 1495 ნახვა
ეკონომიკა
1-ელ ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე, „თიბისი“ პატარა მკითხველებს სპეციალური პროგრამით უმასპინძლებს
30 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ექსპო ჯორჯიას" მე-6, საბავშვო პავილიონში თიბისი პატარა მკითხველებს მასპინძლობს. მათ საშუალება აქვთ ერთ სივრცეში დაათვალიერონ და შეიძინონ საბავშვო წიგნები, ასევე დაესწრონ მათთვის განკუთვნილ ღონისძიებებს და ეწვივნონ მათ გასართობად საგანგებოდ მოწყობილ თიბისის კუთხეს. 1-ელ ივნისს კი თიბისი ახალ თაობას მე-6 პავილიონში სპეციალური საბავშვო და შემეცნებითი პროგრამით დახვდება: · 11:00-12:00 - მასტერკლასი: რუბიკის კუბის აწყობა გინესის რეკორდსმენ ვაკო მარჩილაშვილთან ერთად. · 12:00-13:00 - ლიტერატორობანა - ინდივიდუალური თამაში. · 13:00-14:00 - სამაგიდო თამაში „ჩაიფიქრე" · 14:00-15:00 - ფინეთი - ფესტივალის ფოკუს ქვეყანა. დისკუსია: ილუსტრაციების მნიშვნელობა საბავშვო წიგნებში - ლინდა ბონდესტამი და თათია ნადარეიშვილი. · 15:00-16:00 - შემოქმედებითი სესია: ილუსტრატორი გიორგი ჯინჭარაძე - როგორ შევქმნათ საბავშვო ილუსტრაცია? · 16:00-16:45 - ელფის გამომცემლობის საბავშვო ავტორების შეხვედრა მკითხველებთან, ვიქტორინა და წიგნებით დაჯილდოება. · 17:00-18:00 - ვორკშოპი: კალიგრაფიის დრო, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან მოწვეულ კალიგრაფებთან ერთად. · 18:00-19:00 - თამაში „100 წელი" - თიბისის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი თამაში. წიგნის XXI საერთაშორიოს ფესტივალი „ექსპო ჯორჯიაში" 30 მაისს გაიხსნა და 2 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. მე-11 პავილიონში წიგნის მოყვარულებისთვის სრულად არის წარმოდგენილი საგამომცემლო სექტორი და სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. მე-6 პავილიონი კი პატარა მკითხველებს ეთმობათ. წელს ფესტივალს სულ 70-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
(R)
ბათუმში მაღაზია გაქურდეს – დააკავეს ორი არასრულწლოვანი
ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი - ჩვენ ვგმობთ „ქართული ოცნების“ მცდელობას, საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით აკრძალოს ხუთი ოპოზიციური პარტია
ჰაკერებმა მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა გატეხეს და შესაძლოა, მილიარდობით დოლარი მოიპარეს
უკრაინელებმა სამარაში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს, მოსკოვში კი კვლავ საჰაერო კოლაფსია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)