|
2019-05-31 13:07:56, 1138 ნახვა
კომენტარი
კილაძე ნანა კოსტავაზე: იმედი მაქვს, ასეთი არაადამიანური გამოვლინებები არასდროს აღარ იქნება
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარი სოფო კილაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ გამოქვეყნებულ არაეთიკულ პოსტს გმობს. „თვითონ ფაქტი, ნამდვილად არის დასაგმობი იმიტომ, რომ შეიძლება ჩვენ მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს კონკრეტული ადამიანი, მაგრამ როდესაც ის ადამიანი ასეთ ენით აღუწერელ ტრაგედიაში არის, აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ყველა თანამოქალაქეს, მით უფრო მმართველი გუნდის წარმომადგენელს, ელემენტარული ადამიანობა მოეთხოვება. ის გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გადააყენეს საკრებულოში და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ასეთი ტიპის არაადამიანური გამოვლინებები არ იქნება არასდროს, განსაკუთრებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა კილაძემ. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან" ნანა კოსტავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე არაეთიკური პოსტი გამოაქვეყნა. საქმე ეხებოდა ერთ-ერთ ბლოგერს სალომე ბარკერს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს, 16 წლის და დაეღუპა. დეპუტატმა ბარკერის ვიდეო გააზიარა და დააწერა "კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!". მოგვიანებით, როდესაც საზოგადოებაში აღნიშნულმა პოსტმა უკმაყოფილება გამოიწვია, ნანა კოსტავამ პოსტი წაშალა და მოიბოდიში. მისი განმარტებით, მან არ იცოდა მოზარდის გარდაცვალების შესახებ, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ მან ბოდიშის შემცველი პოსტიც წაშალა. მოქალაქეთა ნაწილმა, გუშინ ქუთაისის მერიასთან აქცია გამართა. ისინი ნანა კოსტავას გადადგომას ითხოვდნენ. დღეს, ქუთაისის საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება ნანა კოსტავა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. აღსანიშნავია, რომ კოსტავა საკრებულოს წევრის თანამდებობას ისევ იკავებს. ამასთან, სიძულვის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული პოლიტიკოსი გენდერული საბჭოდანაც გარიცხეს. ცნობისთვის, ეს არ არის დეპუტატის მხრიდან გაჟღერებული პირი არაეთიკური განცხადება. მსგავსი არაჰუმანური პოსტი მან "პროფილის" წამყვანის მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების დროსაც გამოაქვეყნა.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)