03:09 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 15:38:09, 675 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი: ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი დიდია

„ინვესტიციების მოზიდვის კუთხით კახეთის რეგიონის პოტენციალი, როგორც ბუნებრივი რესურსების გამოყენების, ისე სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, დიდია.   კახეთს გააჩნია ძალიან ბევრი მიმართულება, ეს არის ტრადიციული დარგები: მევენახეობა, მეღვინეობა, ტრადიციული კურკოვანი კულტურები; თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი კულტურების განვითარების  ხელშეწყობა. მაგალითად, ზეთისხილის კულტურა, რომელიც ბოლო წლებში ინტენსიურად ვითარდება. ასევე, კაკლოვანი კულტურების, როგორიცაა  კაკალი, ნუში, ფისტა და ა.შ.“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კახეთის საერთაშორისო რეგიონალურ საინვესტიციო ფორუმზე განაცხადა.

მინისტრმა ფორუმზე ყურადღება  კახეთში არსებულ დაცულ ტერიტორიებზე  გაამახვილა და აღნიშნა, რომ ეკოტურიზმის განვითარება კახეთში ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ გვაქვს ღვინის ტურიზმის დიდი პოტენციალი, რომლის რეალიზების პირველი ელემენტები უკვე სახეზეა. კახეთში ასევე შესაძლებელია ეკოტურისტული ობიექტების განვითარება როგორც დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ასევე,  დაცული ტერიტორიების მიღმა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით ალტერნატიულ შემოსავლის წყაროს გაუჩენს“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics