07:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 15:26:16, 1107 ნახვა

კომენტარი
მდინარაძე ფოთის პორტზე: დარწმუნებული ვარ, დეტალურად გამოიკვლევენ, სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა

"ფოთის პორტთან დაკავშირებით საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე, დარწმუნებული ვარ, დეტალურად გამოიკვლევენ, სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა", – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას მიერ ფოთის პორტთან დაკავშირებით თანამდებობიდან გათავისუფლებულ ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის მიერ გაცემული დოკუმენტის გაუქმების შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძის თქმით, ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება.

„იმ შემთხვევაში, თუ არ ვიტყვით, რაზეა საუბარი, საზოგადოებას აუცილებლად შეცდომაში შევიყვანთ და ოპონენტებიც ამას უკვე კარგად იყენებენ. საუბარია სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზე. შესაბამისად, მშენებლობის არანაირ ნებართვაზე ან მით უმეტეს, გარემოს დაცვის ნებართვასა და ქონების მართვის ნებართვაზე საუბარი არ არის. მაგ შემთხვევაში, ყველა საქმის კურსში უნდა ყოფილიყო, მაგრამ რადგან სამშენებლო პირობების დაზუსტების ნებართვაზეა საუბარი, ამიტომ ჩვენც მოვიკითხეთ, ასე გვეუბნებიან და საჯაროდაც ხმოვანდება ეს ინფორმაცია, რომ ნებართვა ერთ-ერთი სააგენტოს ხელმძღვანელმა გასცა და დღეს ამაზე რეაგირება ის არის, რომ სამსახურიდანაა გათავისუფლებული. დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ უფრო დეტალურად გამოიკვლევენ, თუ არადა ამას ჩვენ მოვითხოვთ. აგრეთვე ეს დოკუმენტიც დღეს გაუქმდება. სხვა პერიპეტიები პოლიტიკური სპეკულაციაა. ანაკლიის პროექტს არანაირი საფრთხე არ შეექმნება. ეს მთავრობისა და ხელისუფლების გაცხადებული პოზიციაა. პოლიტიკურ სპეკულაციებს ჯობია, სხვადასხვა მხარემ, რომელსაც ნაკისრი ვალდებულებები აქვს, შეასრულოს, რათა ეს პროექტი საბოლოო ჯამში წარმატებით დასრულდეს", – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics