11:02 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 14:07:03, 1564 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურა სააკაშვილის ექსტრადირებაზე განცხადებას ავრცელებს

„საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული აქვს, ეს სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და არ შეწყვეტილა“, - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

როგორც პროკურორმა კოკა კაციტაძემ აღნიშნა, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხი მის მიმართ დაწყებულ სამართლებრივ დევნაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„საქართველოს პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის საექსტრადიციო პროცედურები დაწყებული აქვს, ეს სამართლებრივი პროცედურები გრძელდება და არ შეწყვეტილა. რაც შეეხება მისი მოქალაქეობის საკითხის, მოქალაქეობის დაკარგვა ან აღდგენა ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს მის მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნასა და საექსტრადიციო პროცედურებზე. მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია ქართული სასამართლოს მიერ. მას მოუწევს ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა და პასუხისმგებლობის დაკისრება იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც უკვე არის გასამართლებული. კერძოდ, იგი მსჯავრდებული არის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, ხოლო ბრალდებულია და სასამრთლო განხილვები მიმდინარეობს სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის საქმეზე და 7 ნოემბრისა და ტელეიმედის დარბევის საქმეებზე. საქართველოს პროკურატურა აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის საექსტადიციო პროცედურებს“, - აღნიშნა კოკა კაციტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics