01:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 15:58:22, 472 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო პროექტს „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში, ფოკუსირებული სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვაზე, ასევე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე 2016-2019 წლებისთვის" ახორციელებს.  პროექტი  შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში,  ბათუმში, სასტუმროში „ინტურისტი“,  5 დღიანი სწავლება გაიმართა.  

მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა - „მნიშნველოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს თანამედროვე გარემოსდაცვითი მიდგომების გაცნობა და შემდგომში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებას და განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ვიმედოვნებთ გვექნება კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა შვედეთის მთავრობასთან ახალი პროექტების განხორციელებისათვის.“

სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაციის და რისკის შეფასების  მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს, რომელსაც იყენებს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო. შვედი ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა მეთოდოლოგიის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული მაგალითები. ასევე ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა შვედეთის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა.

მრავალ აქტუალურ თემასთან ერთად, სასწავლო კურსი ითვალისწინებდა ასევე საწარმოო ტერიტორიაზე სინჯების აღებას.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics