02:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 14:05:18, 559 ნახვა

რეგიონი
„საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა მარნეულის მუნიციპალიტეტს სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის პროექტი წარუდგინა

შპს „საქართველოს მელიორაციის“ ტექნიკურმა დირექტორმა, თენგიზ ლაკირბაიამ, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელს, ზაურ ტაბატაძეს  და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს იმირასანის მაგისტრალურ არხზე შაუმიანი-ხიხანის ახალი სატუმბი სადგურის მოწყობის და არქევანის არსებული სატუმბი სადგურის რეაბილიტაციის  პროექტი წარუდგინა.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სატუმბი სადგური, სადაწნეო მილსადენები, წყალგამანაწიებელი კვანძები, წყალშემკრებები და სხვა სამელიორაციო ნაგებობები.

საქართველოს მელიორაციის მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით სატუმბი სადგურები  3  სოფლის  1060 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობს უზრუნველყოფს სარწყავი წყლით.

პროექტის განხორციელების აუცილებელი კომპონენტია    მოსახლეობის მხრიდან   წვეთოვანი მორწყვის სისტემების მოწყობა, რაც უზრუნველყოფს წყლის არსებული დებეტის რაციონალურად   განაწილებას. საჭიროების შემთხვევაში, კომპანია მზადაა ადგილობრივებს დაეხმაროს ტექნიკური საკითების გადაწყვეტაში.

წვეთოვანი სისტემა მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ნაკლებ რესურსს საჭიროებს.  გარდა ამისა, წვეთოვანი  სისტემის გამოყენება ხელს უწყობს მოსავლიანობის ზრდას.

სარწყავი წყლის დაზოგვა განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწიებთ,  სარწყავი სეზონის განმავლობაში  ნალექების ნაკლებობას, რაც შესაბამისად აისახება საირიგაციო სისტემებში წყლის დებეტზე. 

პროექტის სავარაუდო ღირებულებაა 3 920 000 ლარი. მოსახლეობის მხარდაჭერის და მათი მხრიდან  მორწყვის თანამედროვე ტექნოლოგიის  -  წვეთოვანი სისტემის გამოყენებისათვის მზაობის შემთხვევაში პროექტის  განხორციელება წელს დაიწყება.

  

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics