07:39 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 13:06:00, 1118 ნახვა

კომენტარი
ბესელია სააკაშვილზე: ეჭვიც არ მეპარება, რომ ვლადიმერ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას ინანებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას უკრაინის ახალი პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ინანებს.

ბესელია არ გამორიცხავს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის პოლიტიკაში დაბრუნდება, ამას საქართველოსთვის უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

"სააკაშვილის პერსონა ძალიან ტრაგიკომიკური პერსონაა, ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ. მისი პოლიტიკური ისტორიიდან, არა მხოლოდ ის ეტაპია მძიმე, როდესაც ის საქართველოში პრეზიდენტი იყო, ის პერიოდი, როდესაც სამართლებრივი თვალსაზრისით და ადამიანის უფლებების კუთხით, საქართველოში ყველაზე მძიმე რეჟიმი ჩამოყალიბდა, მის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი ყველაზე ბოლო გადაწყვეტილება იყო, როდესაც მან საქართველოს მოქალაქეობის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის მოქალაქეობა აირჩია. მან ძალიან კარგად იცოდა, როდესაც უკრაინის მოქალაქეობას იღებდა, რომ ეს ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვას ნიშნავდა. ჩვენ მაშინ არ გვქონდა კანონი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ. როდესაც ასეთი არჩევანი გააკეთა მან, აქ უკვე ყველაფერი ნათქვამია. შენი ქვეყნის მოქალაქეობა ეს არა მხოლოდ სამართლებრივი და პოლიტიკური ბმაა, არამედ ისეთი მორალური და ემოციური ბმაა საკუთარ ქვეყანასთან და სამშობლოსთან, როდესაც ეს იცვლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობით, იქ პოლიტიკოსისთვის წერტილი ისმევა. ამის შემდეგ, მე მის ქმედებებში მხოლოდ დესტრუქციას ვხედავ და ვერაფერს სასიკეთოს. მე არ შევაფასებ უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება მან უნდა ახსნას, თუ ჩათვალა საჭიროდ, მაგრამ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ადამიანის (სააკაშვილის) ქმედებებს საქართველოზე, ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ,მხოლოდ დესტრუქციული და არაფერი კარგი. ეჭვიც არ მეპარება, რომ ზელენსკი ამ გადაწყვეტილებას ინანებს, როგორც პოროშენკომ ინანა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics