02:00 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 15:40:09, 744 ნახვა

რეგიონი
ზაფხულში აჭარაში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი იმუშავებს

აჭარაში ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამრომლებს სერვისის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა ისეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ გაიარეს თეორიულ-პრაქტიკული სწავლება, როგორებიცაა ეფექტური კომუნიკაცია, გავლენის ფსიქოლოგია კომუნიკაციაში, მომხმარებლის ქცევის მართვა, ეფექტური მომსახურების სპეციფიკა, გაყიდვების ძირითადი პრინციპები და გაყიდვის პროცესის წარმართვა. ტრენინგის მონაწილეებს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი შეხვდა და მათ რეგიონში ტურისტული - საინფორმაციო ცენტრების სერვისების მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„რეგიონში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი გვაქვს, სადაც ტურისტებს აჭარის საზღვაო-სამთო ტურისტული პროდუქტების, ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ობიექტებისა თუ კულტურულ-გასართობი ღონისძიებების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.  წლის განმავლობაში ცენტრები ჯამში 100, 000-მდე ვიზიტორს ემსახურება. მიმდინარე წლის, 5 თვის ინფორმაციით კი ცენტრების სერვისებით წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტმა ვიზიტორმა ისარგებლა.  ზაფხულის ტურისტული სეზონის ოფიციალური გახსნის შემდეგ ბულვარისა და საბაგიროს ტურისტული ცენტრები 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ, რათა სტუმრებმა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეძლონ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. გარდა ამისა, ცენტრში სტუმრებს საშუალება აქვთ რეგიონის ტურისტული მარშრუტებით, რუკებითა და სარეკლამო მასალებით უფასოდ ისარგებლონ, რაც მათ რეგიონში მოგზაურობას გაუმარტივებთ“, - განაცხადა ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებზე საუბრისას სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 9 ტურისტული-საინფორმაციო ცენტრი აქვს. მათ შორის ბათუმის ბულვართან, საბაგიროსთან, სარფის გამშვებ-სასაზღვრო პუნქტზე, ბათუმის აეროპორტსა და ბათუმი ცენტრალში. ტურისტული-საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგები ეტაპოპრივად უტარდებათ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics