07:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 12:28:10, 1221 ნახვა

კომენტარი
კობახიძე გარეჯის შესახებ სააკაშვილის განცხადებაზე: მას ჰქონდა 9 წელი, თუმცა როგორ მოაგვარა საკითხი კარგად ხედავთ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ის მზად არის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში ჩაერთოს. 

კობახიძე მიიჩნევს, რომ საკითხის მოსაგვარებლად სააკაშვილს დიდი დრო ჰქონდა, თუმცა თავისი მმართველობის დროს პრობლემა გადაუჭრელი დატოვა. 

"მას ჰქონდა 9 წელი ამისათვის, თუმცა როგორ მოაგვარა ეს საკითხი ძალიან კარგად ხედავთ", - აღნიშნა კობახიძემ.

მისთვის აგრეთვე გაუგებარია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაჟღერებული ბლალდებები, რომლის მიხედვითაც, ვითარება დავით გარეჯში ზურაბიშვილის ვიზიტის და მისი განცხადებების შემდეგ დაიძაბა. 

"პრეზიდენტმა ისაუბრა დემარკაციის და დელიმიტაციის აუცილებლობაზე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და წლების განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა დღემდე ამ საკითხის მოგვარება. ეს სირთულე არის, როგორც აზერბაიჯანთან, ასევე სომხეთთან საზღვარი საჭიროებს დემარკაციას და დელიმიტაციას, რაც არის გამოწვევა ჩვენთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ  მოხერხდება საბოლოო ჯამში შეთანხმების მიღწევა, მათ შორის დემარკაციის და დელიმიტაციის კუთხითაც. რა თქმა უნდა, საკითხის წამოწევა არის მნიშვნელოვანი, თუმცა ერთადერთი სწორი გზა ამ პრობლემის გადაწყვეტის, არის მოლაპარაკება", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდოომარემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics