01:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 17:02:42, 749 ნახვა

რეგიონი
გორში სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობასა და ლევან დავითაშვილს შორის მიმდინარე შეხვედრა ჩაიშალა

გორში,  სტიქიის შედეგად დაზარალებულ 7 სოფლის მოსახლეობასა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის შეხვედრა ჩაიშალა.

მოსახლეობა მინისტრისგან ზარალის ანაზღაურების პირობას მოითხოვდა, თუმცა დავითაშვილმა მათ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების დაყენება შესთავაზა.

სწორედ ამან გამოიწვია მოსახლეობის პროტესტი და მათ კულტურის სახლის შენობა დატოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს სტიქიის შედეგად დაზარალებული 7 სოფლის მოსახლეობამ გორის მაგისტრალი გადაკეტვა  სცადა. ემონსტრანტები თავდაპირველად მერიასთან შეიკრიბნენ და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა მოითხოვეს,  მოგვიანებით კი ცენტრალურ მაგისტრალთან გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. გზა მას შემდეგ გაიხსნა, რაც გორის მერმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდა, რომ 16:00 საათისთვის მათთან შესახვედრად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩავიდოდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics