|
2019-05-27 14:44:55, 1332 ნახვა
კომენტარი
თურნავა მაღაროელების გაფიცვაზე - უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში, რათა ვითარება დროულად განიმუხტოს
„ მივიღე დავალება პრემიერ-მინისტრის და მე და ჩემი კოლეგები, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები უახლოეს საათებში ჩავალთ ჭიათურაში და უშუალოდ ჩავერთვებით მედიაციის პროცესში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, მსგავსი საკითხები უშუალოდ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის უნდა წყდებოდეს, თუმცა ვინაიდან ამ დრომდე ვერ შედგა შეთანხმება, ის მედიაციის პროცესში ჩაერთვება. „ამასთან, უნდა ვთქვა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან აქტიურად არის მედიაციის პროცესში ჩართული", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავრობამ მხარეებს მისცა ვადა, რათა მათ მოეხდინათ მაქსიმალური ძალისხმევა, გამოენახათ საერთო ენა და შემდგარიყო დიალოგი. „რადგან მყარად გვწამს, რომ ასეთი საკითხები უნდა წყდებოდეს დამსაქმებელს და დასაქმებულს შორის ორმხრივი დიალოგის რეჟიმში და ეს არის ნორმალური გადაწყვეტა ამ საკითხების. ვინაიდან მოთხოვნების დიდ ნაწილი ეხება შრომის უსაფრთხოებას, შრომის ნორმალურ პირობებს, კვების ხარისხს, ეკოლოგიურ საკითხებს, რაც ნამდვილად გვადარდებს და არის ჩვენთვის პრიორტეტული. ვინაიდან ეს პროცესი დროში გაიწელა, ჩვენ უშუალოდ შევხვდებით მხარეებს და ჩვენ რესურსს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ორივე მხარის პოზიცია მაქსიმალურად დაახლოვდეს და არსებული ვითარება დროულად განიმუხტოს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. ნათია თურნავას თქმით, „ჭიათურმანგანუმი" და ზესტაფონის ფერო არის სისტემა შემქმნელი საწარმოები და ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის. " რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ არსებული კონფლიქტი და აზრთა სხვადასხვაობა ამოიწუროს რაც შეიძლება სწრაფად, თუმცა პირველ რიგში, ეს დამოკიდებულია ორივე მხარის კეთილ ნებაზე. ჩვენ ჩავერთვებით უშუალოდ მედიაციაში ორ მხარეს შორის", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)