01:59 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-25 15:01:47, 748 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ,,საქართველოს სამედიცინო ტურიზმის საბჭოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და საბჭოს პრეზიდენტმა პაატა რატიანმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობა, რომელიც გულისხმობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებასა და აჭარის, როგორც სამედიცინო ტურიზმისათვის მიმზიდველი რეგიონის პოპულარიცაზიას. ასევე ხელი შეუწყონ აჭარის რეგინში სამედიცინო ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებას. საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყონ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში შესაბამისი ინფო ტურების ორგანიზება. კომპეტენციის ფარგლებში დაგეგმონ სამედიცინო ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების ჩართვა აჭარის რეგიონის პოპულარიზაციაში, ასევე ორგანიზება გაუწიონ ექსპერტების მიერ ჩატარებულ ტრენინგებს და კონფერენციებს. უზრუნველყონ მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ გასაწევი აქტივობების მხარდასაჭერად.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics