|
2019-05-23 18:11:58, 1105 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე აშშ-ის მხარდაჭერილ აქტზე: ეს არის აღიარება ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების
"ეს არის მხარდაჭერის მძლავრი და ახალი ეტაპი, ეს არის აღიარება ჩვენს მიერ გაკეთებული საქმეების, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესის",- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ, საქართველოს მხარდამჭერ აქტზე საუბრისას იმედის ეთერშიგანაცხადა. მისი თქმით, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, ეს არის ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებების და კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია. ,,ეს არის ორპარტიული დოკუმენტი, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - ის ნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან აღიარებას იმ პროგრესისა, რასაც საქართველომ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში. ამ დოკუმენტში ბევრ საკითხზეა საუბარი, მათ შორის, სახელმწიფო მდივანს დაევალა რომ ხუთწლიანი სტრატეგია წარმოადგინოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობის. ასევე, სპეციალურ წარმომადგენელს დაევალა თავისუფალი ვაჭრობის სფეროში სტრატეგიასთან დაკავშირებით გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, ამ სფეროს შესწავლა და მოლაპარაკებების დაწყება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკისა და მისი გაჯანსაღებისთვის. როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტი ასეთ დოკუმენტს უჭერს მხარს, სადაც მომდევნო ხუთი წლის სტრატეგიის შემუშავება ევალება სახელმწიფო მდივანს, როდესაც თავისუფალი ვაჭრობის დაწყებაზე არის პირდაპირი დავალება, როდესაც კონკრეტულ სანქციებზე, მათ მიმართ, ვინც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ადამიანის უფლებებს არღვევს - ეს არის მხარდაჭერის კიდევ უფრო მძლავრი და ახალი ეტაპი და ეს არის აღიარება ჩვენი გაკეთებული საქმეების, ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრესის და რა თქმა უნდა, ასეთი კანონპროექტის პოლიტიკური წონა უდიდესია. ასეთ დოკუმენტებს ჩვენ გადავყავართ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე, მხარდაჭერისა და იმ ყველაფრის აღიარების ახალ ეტაპზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება",- განაცხადა მამუკა მდინარაძე როგორც ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა აღნიშნა, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები დადავანახოთ, მათ შორის ოკუპანტ ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთოსეთში ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისკენ მოწოდებულები და სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ,,როდესაც ვსაუბრობთ სამშვიდობო პოლიტიკაზე და რაღაც ხისტი პოლიტიკისაკენ მოგვიწოდებენ, რისკენ მოგვიწოდებენ არც იციან, როცა ამ საკითხებზე კამათი და დავა მიდის,ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, შემთხვევით ამას არ ვლაპარაკობთ, ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკით და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მძლავრი მხარდაჭერით უნდა წავიწიოთნაბიჯ-ნაბიჯ წინ და უნდა ვიაროთ საერთო მიზნისაკენ, რასაც დეოკუპაცია ჰქვია. სწორედ ასეთი ნაბიჯებით, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ასეთი მხარდაჭერით ჩვენ უნდა გადავდგათ ამ მიმართულებით ნაბიჯები და დავანახოთ, მათ შორისოკუპანტ ქვეყანას, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას და ჩვენს თანამოქალაქეებს, ჩვენს დებს და ძმებს, აფხაზეთში და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში ჩვენსტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, რომ ჩვენ ვართ მშვიდობისკენ მოწოდებულები და სამშვიდობო პოლიტიკით ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, აქამდე უნდა მივიდეთ, ესაამთავარი და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის, არა მხოლოდ მათთვის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკა დაეკონომიკის მასტიმულირებელი და გამაჯანსაღებელი ეფექტი ქონდეს ისეთი დიდი ქვეყნის ისეთი ძლიერი, მათ შორის ეკონომიკურად ძალიან ძლიერი ქვეყნის მხარდაჭერას,როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატებია",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)