22:57 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 15:08:24, 1526 ნახვა

ეკონომიკა
ბახტაძე ანაკლიის პორტზე: ინვესტორის ჩანაცვლება არ იგეგმება, პროექტი რაც შეიძლება დროულად უნდა აშენდეს

„ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით: ანაკლიის პროექტი აუცილებლად უნდა დასრულდეს და პროექტი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი თქმით, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, თუმცა ქვეყანას ამ პროექტის დაწყების დიდხანს გაწელვის ფუფუნება არ აქვს. 

„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, აქ, პირადად ჩემთვის, ორი მთავარი საკითხია: პირველი გახლავთ ის, რომ მას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა აშენდეს, და მეორე - ჩვენ უნდა დავიწყოთ ის რაც შეიძლება დროულად. შესაბამისად, ამ ორი პრინციპით ვხელმძღვანელობთ. ბუნებრივია, ინვესტორის ჩანაცვლება არ განიხილება, ეს საკითხი არის კონსორციუმის ფარგლებში და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვაკეთებთ იმისთვის, რომ კონსორციუმმა შეძლოს  იმ ფინანსური რესურსის მობილიზება, რაზეც ვალდებულება აიღეს, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ამ პორტის მშენებლობის პროცესი რაც შეიძლება დროულად დავიწყოთ. მე კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო, რომ ჩვენი მხრიდან  ამ პროექტში ძალიან დიდი დროის, ენერგიის და, ამავე დროს, ფულადი სახსრების ინვესტირება მოხდა. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვაქვს ის ფუფუნება, რომ ეს პროექტი ძალიან დიდხანს გაიწელოს. ეს პროექტი სჭირდება საქართველოს, რეგიონს , საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულფასოვან რეალიზაციას. ძალიან კარგი შეხვედრა იყო, იყო რამდენიმე საკითხი, რაზეც ინფრასტრუქტურის სამინისტრომ თანხმობა მისცა კრედიტორებს, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც პრინციპული მნიშვნელობისაა, მათ შორის თქვენთვის, გადასახადების გადამხდელებისათვის, ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის. როდესაც არის საუბარი კომერციული რისკის დაზღვევაზე, მაშინ კითხვა ჩნდება, - სად არის კომერციული ინტერესი პროექტში, მაშინ როგორ ექნება მას კომერციული დატვირთვა, კერძო ინვესტორის მხრიდან. მთავარია, კონსორციუმის მხრიდან გვქონდეს განცდა, რომ პროცესი დასრულებისკენ მიდის, პროცესი მიდის იქითკენ, რომ კონსორციუმი შეძლებს ამ ფინანსური რესურსის მობილიზაციას. შესაბამისად, ჩვენ არანაირ ალტერნატიულ ვარიანტს არ განვიხილავთ, მაგრამ ვხელმძღვანელობთ ორი პრინციპით: პირველი, პროექტი აუცულებლად უნდა დასრულდეს და პროექტი უნდა დავიწყოთ რაც შეიძლება დროულად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics