|
2019-05-23 14:36:32, 1079 ნახვა
კომენტარი
პრემიერი: მეზობელი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით საქართველოში ლარის კურსზე გავლენას ახდენენ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის პოზიციას, რომ თითქოს ლარის კურსზე გავლენას თურქეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ახდენს იზიარებს. ბახტაძის შეფასებიტ, ლარის გაუფასურება მოკლევადიანი ეფექტია და უახლოეს მომავალში ვალუტის კურსი გამყარება დაიწყება. "ბუნებრივია მაქვს ანალიტიკური მონაცემები იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ლარის კურსს. ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია ჩვენი მეზობელი, დიდი ქვეყნები თავიანთი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში. ექსპორტის მაჩვენებელი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი, მიმდინაროებს ის აქტიური პროცესი რასაც სავაჭრო დეფიციტის შემცირება ჰქვია. აქედან გამომდინარე ყველა ფუნდამენტური ფაქტორი არის ძალიან მდგრადი და პოზიტიური ტრენდის მქონე, თუმცა რა თქმა უნდა იმ მოვლენებმა, რომელსაც აქვს ადგილი თურქულ ეკონომიკაში თავისი გავლენა იქონია. მაგრამ იმ ფაქტორებიდან გამომდინარე, რომელიც დაგისახელეთ და გამომდინარე იქიდან, რომ ეროვნული ბანკის რეზერვები არის ძალიან მასშტაბური და მყარი, შეფასება არის ერთმნიშვნელოვანი, რომ ეს არის მოკლევადიანი ასახვა. ზოგადად ამ საკითხს უნდა ვუყუროთ სისტემური გადაწყვეტის პრიზმიდან. ჩვენი ეკონომიკა არ უნდა იყოს ადვილად მოწყვლადი, საქართველო არსებობს იმ რეგიონში სადაც ყოველთვის იქნება რისკების და მცირე შოკების საფრთხე. ლარიზაციის გეგმა სწორედ ამიტომ ავამოქმედეთ, რომ მოქალაქე ნაკლებად იყოს დამოკიდებული გაცვლით კურსზე. იყო პერიოდი, როდესაც დოლარიზაციის მაჩვენებლი იყო უმაღლეს წერტილზე, რაც მიმაჩნია, რომ უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგი იყო. მეორე ეს გახლავთ სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლია. ორიენტირება ექსპორტზე, ტურიზმზე, იმპორტის ჩანაცვლებაზე, მომსახურების სფეროზე და ლარიზაციაზე, არის ერთადერთი გარანტი გრძელვადიან პერსპექტივაში, იმისთვის, საქართველო არ იყოს მოწყვლადი როდესაც ვსაუბრობთ მეზობელი ქვეყნების გავლენაზე ჩვენს ქვეყანაზე. ეს არის მიზეზი თუ რატომ ვცდილობთ ვიყოთ ორიენტირებული ევროკავშირის ბაზარზე და სხვა შორეული ქვეყნების ბაზარზე, როგორიც არის მაგალითად ჩინეთი. ეს არის მოკლევადიანი ეფექტი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)