02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-23 11:21:52, 560 ნახვა

რეგიონი
საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში, 18 ჰექტარზე ქარსაფარი ზოლები გაშენდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ახალი პროექტის  - „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში  25 კმ  (18 ჰა ფართობი)  ქარსაფარი ზოლები გაშენდება.

„ნიადაგის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია ქარსაფარი ზოლების აღდგენისა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების განხორციელება. მინდორდაცვითი ზოლების აღდგენის საკითხზე  სამინისტრო აქტიურად მუშაობს. მადლობა მინდა გადავუხადო დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის, რასაც მათგან ვიღებთ ზოგადად დარგის განვითარებისთვის და ახალი პროექტის „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ განხორციელებისთვის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

პროექტი „ქარსაფარი ზოლების აღდგენა და გაშენება კახეთის მხარეში“ მულტისექტორულია, რაც ნიადაგის და ბიომრავალფეროვნების დაცვასთან ერთად, კლიმატთან ადაპტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ზემოაღნიშნულ პროექტს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (RECC) სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობა (AMMAR) პროექტის ფარგლებში ახორციელებს.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში გამართულ შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და  სოლომონ პავლიაშვილი,  კახეთის რეგიონის შესაბამისი მუნიციპალიტეტების და დონორი ორგანიზაციების  წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics