05:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 18:10:06, 385 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბოძაშვილი: არ მგონია, საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ ძალას ეყოს გამბედაობა, პრემიერის ინიციატივას მხარი არ დაუჭიროს

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, ლევან ბოძაშვილის შეფასებით,  პრემიერის ინიციატივა, კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება  და ოჯახი  ქალისა და მამაკაცის ერთობაა, სწორია.

როგორც ბოძაშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, წინასწარ რთულია თქმა, რამდენად მოახერხებენ პარლამენტში ამისთვის საჭირო უმრავლესობის მოპოვებას, თუმცა ფიქრობს, რომ პოლიტიკური ძალები ირაკლი ღარიბაშვილის ამ ინიციატივას მხარს დაუჭერენ.

 შესაბამისად, ლევან ბოძაშვილი შესაძლებლად მიიჩნევს, კონსტიტუციაში მართლაც გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება  და ოჯახი  ქალისა და მამაკაცის ერთობაა, მითუმეტეს, რომ სამოქალაქო კოდექსი მას უკვე აღიარებს.

"მიმაჩნია, რომ სწორი ინიციატივა აქვს პრემიერს. პარლამენტში რამდენად მოახერხებენ საჭირო უმრავლესობის მოპოვებას, ამას ვერავინ იტყვის და არა მგონია, რომ რომელიმე პოლიტიკურ ძალას საქართველოში ეყოს იმის გამბედაობა, რომ ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირონ. მითუმეტეს, რომ ამაში არაფერი წერია ისეთი, რაც უკვე კანონში ჩვენ არ გვაქვს. იცით, რომ სამოქალაქო კოდექსი ამას აღიარებს.უკვე კანონში გვაქვს,  ისედაც ასეა და  რატომ არ უნდა ეწეროს კონსტიტუციაში არვიცი. მე ვერ ვხედავ პრობლემას.  მგონია, რომ შესაძლებელია ჩაიწეროს კონსტიტუციაში; რატომ არ უნდა იყოს შესაძლებელი?! თუ ვინმე ამის წინააღმდეგი იქნება, მაშინ იმის წინააღმდეგიც უნდა იყოს, რაც სამოქალაქო კოდექსში  წერია. ამიტომ, არამგონია, ამაზე ვინმე წინააღმდეგი იყოს",-აღნიშნა ლევან ბოძაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა,  იგი ყველაფერს გააკეთებს, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება  და ოჯახი  ქალისა და მამაკაცის ერთობაა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics