11:52 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 16:56:46, 681 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი: ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს სად იდგმება თბილისის ტერიტორიაზე ძეგლები?!

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, დავით აღმაშენებლის ძეგლი თბილისის ცენტრში უნდა დაბრუნდეს.

ელისაშვილი პრემიერის განცხადებას თბილისის მერიისა და საკრებულოს კომპეტენციაში ჩარევად მიიჩნევს.

„ისევ თბილისის მერიის და საკრებულოს კომპეტენციაში ჩარევა! ვინ ეკითხება პრემიერ-მინისტრს სად იდგმება თბილისის ტერიტორიაზე ძეგლები? ჯერ ერთი საქმე გამოელია ბატონ ღარიბაშვილს და მერე მეორე - თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, ყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი და არჩეული საკრებულო. იქნებ წააკითხოს ვინმემ პრემიერ-მინისტრს კონსტიტუცია, იქნებ აუხსნან სად გადის მისი, თბილისის მერის და საკრებულოს კომპეტენციის ზღვარი. საბავშო ბაღია თუ სახელმწიფო...“, - წერს ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ "ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სააკაშვილმა "ყოვლად უზნეო საქციელი" ჩაიდინა, როდესაც დავით აღმაშენებლის ძეგლს შეეხო. მისი თქმით, მერიამ და საკრებულომ ძეგლის თბილისის ცენტრში დაბრუნების საკითხი უნდა განიხილონ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics