|
2019-05-21 15:58:31, 1330 ნახვა
ეკონომიკა
მაჭავარიანი ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად თურქეთის ფაქტორს ასახელებს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დოლართან მიმართებაში ლარის კურსის დაცემას საგარეო ფაქტორებით ხსნის და ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ასახელებს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ვალუტის გაუფასურების მიუხედავად, ფასების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ზღვარს არ გასცდება. „რასაკვირველია, საგარეო ფაქტორებია. თუ შეხედავთ, ნახავთ. ერთ-ერთი განმაპირობებელი, დარწმუნებული ვარ, თურქეთის ფაქტორიც არის. ზუსტად ამიტომ, ჩვენ უკვე ერთ წელზე მეტია დედოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული დოლარზე, ნაკლებად იყოს ჩვენი მოსახლეობა დამოკიდებული დოლარზე. ამის შესახებ პარლამენტშიც იყო ცხარე დებატები. როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენ კონკრეტული რეგულაციები და შეზღუდვები დავაწესეთ, მაგალითად იპოთეკურ სესხებზე დოლარში, ეს ემსახურება იმას, რომ ამ ტიპის რყევების მიმართ, რომელიც აბსოლუტურად ყველგან ხდება, მითუმეტეს პატარა და განვითარებად ქვეყნებში, იმუნიტეტი გვქონდეს. აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კურსი 2.80-ს მიუახლოვდა, ჩვენ ინფლაციურ ზეწოლას ვერ ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ინფლაცია, ანუ ფასების ზრდა იქნება იმ ზღვარში, რაც ეროვნულ ბანკს აქვს“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. ცნობისთვის, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი 2.7470 ლარი ღირს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)