21:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 14:14:59, 1275 ნახვა

ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტროში ჩინეთის დელეგაციასთან ერთად ორი ქვეყნის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს

ჩინეთ-საქართველოს შორის სატრანზიტო და სატრანსპორტო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ეკონომიკის სამინისტროში გამართულ ერთობლივ შეხვედრაზე, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  „საქართველოს რკინიგზისა"  და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის წარმომადგენლები, მათ შორის ქ. ლიენიუნგანგის მერი და ლიენიუნგანგის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს „შუა დერეფნის" განვითარების კუთხით არსებულ მიღწევებზე და  ხაზი გაუსვეს  აღნიშნულ დერეფანში საკონტეინერო  გადაზიდვების მზარდ დინამიკას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები.

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს „შუა დერეფანში"  სუბსიდიების გავრცელების საკითხს. კერძოდ, სტამბულის მიმართულების გარდა, ქართულმა მხარემ დააყენა ლიენიუნგანგიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპის მიმართულებით გადასაზიდ კონტეინერებზე სუბსიდიების დაწესების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო ლიენიუნგანგის პორტის გავლით სატრანზიტო გადაზიდვებზე  (იაპონია, კორეა) სუბსიდიების გამოყოფას.

ლიენიუნგანგის პორტის ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი „შუა დერეფანს," როგორც ჩინეთისა და ევროპის დამაკავშირებელ მათთვის პრიორიტეტულ მარშრუტს. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ  უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ქართულ მხარესთან  ხსენებული დერეფნის განვითარებისა და ტვირთნაკადების გაზრდის მიზნით.

შეხვედრაზე საქართველოს მხარემ  ჩინეთის დელეგაციას ასევე მიაწოდა ინფორმაცია ტრანსპორტის სფეროში მიმდინარე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე, პროექტებზე და  სამომავლო გეგმებზე.  არსებული სტატისტიკით, „შუა დერეფნის" გავლით უშუალოდ ჩინეთიდან ევროპაში საკონტეინერო (TEU) გადაზიდვები 2017 წელს 50%-ით, ხოლო 2018 წელს 573%-ით არის გაზრდილი.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics