00:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 12:33:02, 632 ნახვა

რეგიონი
დაბა შუახევში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

დაბა შუახევში კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მალე, შუახევი როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის კეთილმოწყობილი დასახლება იქნება.

შუახევის მერიის ცნობით, დაბის ცენტრიდან საგზაოში ჩასასვლელი სახიფათო მონაკვეთი წლებია ავარიულ სიტუაციებს უქმნიდა ქვეითებს. პროექტის თანახმად,აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყობა კიბეები, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საცალფეხო ხიდს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ბაია 2018“ " ახორციელებს და მისი ბიუჯეტი 15 840 ლარია.

აქტიურ ფაზაშია რუსთაველის ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გადაადგილებისათვის საფეხმავლო ტროტუარი, საყრდენი კედელი, სანიაღვრე არხი, სკვერი, მოსაცდელი, გარეგანათება, ავტოპარკინგი და კიბეები. სამუშაოები ამ ეტაპზე ავტოსადურის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს, სადაც კედლის მოწყობაა გათვალისწინებული.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები შუახევის მერის მოადგილე ომარ ტაკიძემ ინფრასტრუქტურული ღონისძიებების მიმღებ კომისიის წევრებთან ერთად დაათვალიერა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics