00:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-21 10:44:52, 648 ნახვა

რეგიონი
კახეთში მევენახეთა პირველი კონფერენცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მევენახეთა კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა რეგიონის მეღვინეებმა,  მევენახეებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, პროექტის ინიციატორმა, გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, დავით სონღულაშვილმა, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გელა სამხარაულმა და კახეთის მხარის რწმუნებულმა, ირაკლი ქადაგიშვილმა მიმართეს.

„წელს მევენახეთა კონფერენცია  პირველად იმართება. ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ღონისძიება  შუაგულ კახეთში ტარდება და მონაწილეობას ჩვენი მევენახეები, მეღვინეები, ფერმერები და დარგით დაინტერესებული პირები იღებენ. მათ ყველაზე კარგად იციან სექტორში არსებული გამოწვევები. გასულ წელს 85 მლნ ბოთლზე მეტი ექსპორტი განხორცილდა, ბოლო 4 წლის განმავლობაში კახეთში ახალი ვენახები 7 000 ჰექტარზეა გაშენებული. ეს არის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით განხორციელებული მხარდამჭერი პროექტების   შედეგი“,   - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონფერენციაზე მევენახეობის დარგში არსებულ გამოწვევებზე სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, საქპატენტის, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

კონფერენციის დასასრულს, თითოეულ მონაწილეს სერტიფიკატი გადაეცა.

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics