09:07 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 23:16:11, 1072 ნახვა

კომენტარი
ჟვანია: შეუძლებელია საარჩევნო კომისიამ დათვალოს ხმები, როცა ხდება ჟურნალისტების მხრიდან ხელის შეშლა

„ვთხოვ ჟურნალისტებს ნუ გაცდებიან საკუთარ უფლება-მოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცადონ კომისიას, რომ ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება“, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟვანია ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბნიდან ჟურნალისტების გამოძევების ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ზოგიერთი მედიის წარმომადგენელი ხმების დათვლის პროცესს ხელს უშლის.

მისივე განმარტებით, კენჭის ყრის ადგილზე ფოტო-ვიდეო გადაღებას კანონით დადგენილი წესები აქვს.

„მინდა ძალიან მოკლე განმარტება გავაკეთო იმ ფაქტთან დაკავშირებით, რაც ამ წუთებში ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით. „რუსთავი 2“-ის ეთერში პირდაპირ გადაიცემოდა ზუგდიდის 86-ე უბნიდან რეპორტაჟი, როდესაც წარმომადგენელმა მე, პირადად დამირეკა განმარტების გასაკეთებლად. თუ რა ხდებოდა საარჩევნო უბანზე და ჟურნალისტის ქმედება ჯდებოდა თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პროცედურაში და რატომ ხდებოდა  ჟურნალისტის გაძევება. სამწუხაროდ, მე არ მომცა საშუალება აღნიშნულ ფაქტზე გამეკეთებინა სამართლებრივი შეფასება და მსურს გამოვიყენო ეს საშუალება და მივმართო ყველას. შეუძლებელია ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ხდება ასეთი ტიპის ჩარევა. ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭის ყრის დროს აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია ინტერვიუს აღება, კომენტარის აღება და გაკეთება კენჭის ყრის დღეს საარჩევნო უბანში და ამას ჟურნალისტი არ უნდა ახორციელებდეს. ინტერვიუს აღებას აქვს თავისი კანონმდებლობით დადგენილი წესი. ერთის მხრივ, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა, რომ აეღო ინტერვიუ და მეორეს მხრივ, ხელი ეშლებოდა ხმების დათვლის პროცესს. რაც შეეხება, უბნის დატოვების ფაქტს, კომისია კომისიურად იღებს გადაწყვეტილებას, იმ პირის მიმართ, ვინც უშლის ხელს ხმის დათვლის პროცესს.  ჟურნალისტმა ნებსით ან უნებლიეთ დაარღვია კენჭისყრის შენობაში მისი ქმედებითი უფლება-მოსილება გადააჭარბა და ამავდროულად, ხელი ეშლებოდა ხმის დათვლის პროცესს.

მე მინდა მივმართო კომისიებს, ხელი შეუწყონ კანონით დადგენილ ვადებში თითოეულ ჩართულ მხარეს, ეს იქნება ჟურნალისტი, დამკვირვებელი, თუ კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი, რომ მათ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში თავისუფლად შეძლონ ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება. თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი მოხდება უფლება-მოსილების გადამეტება ამისთვის, არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები. ვთხოვ ჟურნალისტებს, დამკვირვებლებს და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, ნუ გაცდებიან საკუთარ უფლება მოსილებებს, იმოქმედონ კანონის ფარგლებში და აცალონ  კომისიას, რომ ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics