|
2019-05-19 20:23:19, 1093 ნახვა
კომენტარი
ჩუგოშვილი: დამკვირვებლების საფარ ქვეშ მოქმედი ენმ-ის აქტივისტები, სავარაუდოდ შეეცდებიან, ხმების დათვლას ხელი შეუშალონ
პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ყველა ოლქში სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები არ იყვნენ მობილიზებული, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში წარიმართა. ამასთან, ჩუგოშვილმა საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს მოუწოდა მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა არცერთი მოქალაქის ხმა არ იყოს დაკარგული. "როგორც იცით, ზუსტად 8 საათზე, ოლქებში, სადაც შუალედური არჩევნები იმართებოდა, საარჩევნო უბნები დაიხურა. მთელი გუნდის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინა, მივიდა არჩევნებზე და საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩვენს მხარდამჭერებსა და პარტიულ აქტივს, რომლებმაც მთელი დღის განმავლობაში დაუღალავად იშრომეს და ოპონენტების პროვოკაციებს სამაგალითოდ გაუმკლავდნენ. ასევე, მადლობას ვუხდი საარჩევნო ადმინისტრაციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო დამკვირვებლებს, ყველას, ვინც საკუთარი წვლილი შეიტანა არჩევნების ჩატარებაში. ამასთანავე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ყველა იმ ოლქში,სადაც ჩვენი ოპონენტები არ იყვნენ კონცენტრირებულნი განსაკუთრებით დიდი დოზით, პროცესი მშვიდად მიმდინარეობდა. ხოლო იქ, სადაც მათ განსაკუთრებული მობილიზაცია ჰქონდათ გამოცხადებული, მათი მხრიდან არ წყდებოდა პროვოკაციებისა და დაპირისპირების მცდელობები. რეალურად, საარჩევნო დღე სერიოზული დარღვევების გარეშე წარიმართა, რასაც ყველაზე ცალსახად გამოხატავს სწორედ საოლქო საარჩევნო კომისიაში შეტანილი საჩივრების მინიმალური რაოდენობა, რომელიც მინიმალურია და ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. აქვე მინდა ავღნიშნო, შედეგების შეჯამების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული, ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. დამკვირვებლების საფარ ქვეშ მოქმედი "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში აფერხებდნენ და ხელს უშლიდნენ საარჩევნო კომისიის მუშაობას, სავარაუდოდ შეეცდებიან ხელი შეუშალონ ხმის დათვლის პროცესს. ამიტომ, გთხოვთ საარჩევნო პროცესში ჩართულ პირებს, მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინოთ, რათა არცერთი მოქალაქის, არცერთი ამომრჩევლის და მხარდამჭერის ხმა არ იყოს დაკარგული. გვინდა გავაფრთხილოთ ყველა პირი, რომელიც კენჭისყრის დასრულების შემდგომ იმყოფება უბანზე და აკვირდება ხმების დათვლის პროცესს, მოიქცნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ხელოვნურად არ შეუშალონ ხელი კომისიის მუშაობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები. ყველას დიდი მადლობა, ამ არჩევნებზე ჩვენ ყველამ ერთად გავიმარჯვეთ", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)