10:37 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 15:51:08, 1332 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე - იმისთვის, რაც აქ ხდება, ზუგდიდელებმა „ოცნებას“ სერიოზული სილა უნდა გააწნან

„ადგილი აქვს ხელიდან ხელში ფულის გადაცემას, ამომრჩეველზე ზეწოლას, წნეხს - ზუგდიდელებმა ამისთვის „ქართულ ოცნებას“ სერიოზული სილა უნდა გააწნან“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო პროცესი დემოკრატიულობისგან შორს არის.

„ეს არის „ქართული ოცნების“ სტანდარტი, რითაც მოქმედებენ საარჩევნო პროცესში. დემოკრატიულობისგან ძალიან შორს არის ყველაფერი. შეაფასეთ რა ხდება საარჩევნო უბნების წინ, რა მდგომარეობაა. რომელიმე ევროპული ქვეყანა წარმოგიდგენიათ, რომ ესეთი ამბავი იყოს საარჩევნო უბნებთან? ხელიდან ხელში ფულის გადაცემა, ამომრჩეველზე ზეწოლა, წნეხი. ყველაფერი არის ზუგდიდელების ხელში, რომ სერიოზული სილა გააწნან ამის გამო „ქართულ ოცნებას“.

მთავარი რაც შეინიშნება, არის ხელოვნური მანიპულირება ციფრების. მაგალითად 200-ით გაზარდეს მე-16 უბანზე, ვითომ შემთხვევით შეეშალათ. როგორც ჩანს, ეს არის ხრიკი, რათა ენახათ ჩვენი შტაბი შეამჩნევდა თუ არა ამ ყველაფერს. ჩვენ რომ ეს ვერ შეგვემჩნია ალბათ სხვა უბნებზეც ვნახავდით ხელოვნურად გაზრდილ ამომრჩეველთა რაოდენობას. მთავარია, ბევრი რეალური ამომრჩეველი მოვიდეს და არ იყოს ხელოვნური მონაწილეობა“, - განაცხადა ვაშაძემ.

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს, სადაც პარტიის ინფორმაციით, ოპოზიციის წარმომადგნლები „დესტრუქციულ გეგმაზე“ საუბრობენ, ვაშაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ასეთი ქმედებებისთვის თავად ემზადება.

„მგონი ამისთვის თვითონ ემზადებიან, იმიტომ რომ დაგეგმილი აქვთ უბნების ჩაშლა. ჩემი ინფორმაციით, გარკვეულ უბნებს ისინი კატასტროფულად აგებენ, მაგალითად ანაკლიაში და სხვაგან, ამიტომ ფიქრობენ, ჩაშალონ ეს უბნები ისევე, როგორც გააკეთეს 2016-ში.საუბარი არის ზედმეტი იმაზე, თუ ვინ არის რეალურად ამრევი და დესტაბილიზატორი“, - გამაცხადა გიორგი ვაშაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics