00:20 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-18 10:30:00, 706 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილ კვირეულს გიორგი შენგელია დაესწრო

17 მაისს აფხაზეთის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე, ღონისძიება - „მე ვარ აფხაზეთი“ გაიმართა.

ღონისძიებას ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

 ,,დღეს აფხაზეთთან ახლოს, სოფელ რუხში გაიხსნა აფხაზეთის კვირეული. ღონისძიებას ბევრი აფხაზეთიდან დევნილი ესწრებოდა და ჩვენ გვქონდა ძალიან თბილი შეხვედრა. ეს ადგილი ყველა ჩვენგანისთვის ასოცირდება დიდ ტკივილთან, რადგან ამ ადგილიდან შეჰყურებდა ათასობით ჩვენი თანამოქალაქე საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ მშობლიურ მიწას 1993 წელის 27 სექტემბერს. დღეს ეს ადგილი ჩვენ უნდა ვაქციოთ ჩვენი იმედის ადგილად. სწორედ აქედან დავანახებთ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს, ქვეყანას, რომელსაც ვაშენებთ დემოკრატიულად და ევროპული ღირებულებებით ჩვენი მომავალი საერთო მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის”, - განაცხადა გიორგი შენგელიამ.

ღონისძიებაზე აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ფოტო და კალიგრაფიული ნამუშევრების გამოფენა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მეწარმეების პროდუქციის პრეზენტაცია და მასტერკლასები გაიმართა.

 ღონისძიების ბოლოს კონცერტი ჩატარდა, სადაც მონაწილეობა აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლებმა მიიღეს.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics