2019-05-17 17:46:45, 888 ნახვა
რეგიონი
ცხინვალის მარიონეტული რეჟიმი 19-21 მაისს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს
ოკუპირებული ცხინვალი 20 მაისს ე.წ. საზღვარს ჩაკეტავს, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" იუწყება.
მედია საშულების ინფორმაციით, დე-ფაქტო საზღვრის ჩაკეტვა მარიონეტული რეჟიმის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს უკავშირდება.
"საზღვარი დაიკეტება 19 მაისს, საღამოს 20:00 საათზე და გაიხსნება 21 მაისს, 06:00 საათზე", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან