|
2019-05-17 15:30:24, 1453 ნახვა
ეკონომიკა
კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული ფრენები დაინიშნა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დააკმაყოფილა კორეის რესპუბლიკის ავიაკომპანია Korean Air-ის განაცხადი სამხრეთ კორეასა და საქართველოს შორის ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის შესრულების თაობაზე. კორეული ავიაკომპანია „Korean Air" სეულსა და თბილისს შორის პირდაპირ ჩარტერულ რეისებს მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე განახორციელებს. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 30 მაისს, 13 ივნისს, 27 ივნისსა და 11 ივლისს, Airbus A330 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ჩარტერული რეისები საქართველოში ტურისტების ჩამოყვანას მოემსახურება. „Korean Air" კორეის რესპუბლიკის (სამხრეთ კორეა) წამყვანი ავიაკომპანიაა, რომელიც „SkyTeam"-ის ალიანსის წევრია და 44 ქვეყნის 124 მიმართულებით ოპერირებს. „Korean Air"-მა საქართველოს საავიაციო ბაზარზე ჩარტერული ოპერირება 2018 წელს დაიწყო. შარშან ავიაკომპანიამ სეული-თბილისი-სეულის საჰაერო ხაზზე ორი ჩარტერული ფრენა განახორციელა.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)