10:38 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-16 18:51:03, 1364 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი: ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა საქართველოსთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს უკვე დაწყებული აქვს მუშაობა და განსაზღვრული აქვს ის პრიორიტეტები, რომლებიც მას, როგორც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანას ექნება.

მინისტრის თქმით, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ქვეყანა აქტიურად იმუშავებს პარტნიორებთან იმისათვის, რომ ღირსეული თავმჯდომარეობა გასწიოს.

„ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. პირველად ვხდებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე  ქვეყანა.  როცა ეს მომენტი დადგება, ჩვენ, ბუნებრივია, წარვადგენთ ჩვენს პრიორიტეტებს, რომლებიც უკვე განსაზღვრულია, თუმცა, ამასაც თავისი პროცედურები აქვს. ჯერ თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი გახდება და ის წარადგენს პრიორიტეტებს და შემდგომ, უკვე საქართველო. ბუნებრივია, ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს ორგანიზაციის დღის წესრიგში, იქნება ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ იმისათვის, რომ ღირსეულად ვიყოთ წარმოდგენილი თავმჯდომარის რანგში" - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰელსინკიში, სადაც საქართველოს დელეგაცია ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა 129-ე სესიაში მონაწილეობს. 

სესია სხვა მიმდინარე საკითხებთან ერთად, ეძღვნება ორგანიზაციის დაფუძნების 70 წლისთავს. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასასრულს, ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ფინეთისგან საფრანგეთის რესპუბლიკა გადაიბარებს, საფრანგეთის შემდგომ კი, თავმჯდომარე ქვეყანა საქართველო გახდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics