|
2019-05-15 15:35:38, 1688 ნახვა
კომენტარი
თამარ ჩუგოშვილი - 19 მაისს ზუგდიდი, სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი გახდება
19 მაისს, ზუგდიდი, სავარაუდოდ, დაძაბულობის ცენტრი გახდება, მოვუწოდებთ დამკვირვებლებს, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ზუგდიდს მიაპყრონ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა ბრიგინგზე განაცხადა. ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია სტაბილური საარჩევნო პროცესი დაძაბულობაში გადაიზარდოს. „სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი შუალედურ არჩევნებამდე. გუშინდელ დღემდე საარჩევნო პროცესი მიმდინარეობდა ძირითადად მშვიდ ვითარებაში, გუშინ კი ცხადი გახდა რომ დაძაბულობის ცენტრი გახდება ზუგდიდი. ჩვენ ვიხილეთ აჟიოტაჯი საარჩევნო კომისიასთან. როგორც ცესკო-მ გააკეთა განცხადება სააღცენო ინვენტარისა და დოკუმენტაციის გადაცემის პროცესში არ ყოფილა არანაირი კანონდარღვევა. საოლქო საარცევნო კომისია კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, სრულიად საჯაროდ და გამჭვირვალედ მოქმედებდა. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავიმეორო და დავადასტურო ეს განცხადება, რომ გუშინდელ შემთხვევაში არანაირი კანონდარღვევა არ ყოფილა. მიუხედავად ამისა, ვნახეტ ამ ფაქტის გარშემო დაძაბულობის შექმნის მცდელობა. ამ პროცესის ნაწილია ასევე ოპოზიციის განცხადება, რომ ხდება 5000 აქტივისტის მობილიზება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ქალაქ ზუგდიდში, რაც იმის მანიშნებელია, რომ ვითარების ექსკალაცია იგეგმება სწორედ ამ ადგილას. ჩვენთვის ეს იმის დასტურია რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს აქვს ზუგდიდში ძლიერი ოზიციები და იმარჯვებს ამ არჩევნებში, ხოლო ოპოზიციის კანდიდატი მარცხდება. ამიტომ ვხედავთ მცდელობას სტაბილური საარჩევნო პროცესი გადაიზარდოს დაძაბულობაში. ნებისმიერ კანონდარღევას, ძალადობასა და პროვოკაციას, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს ადგილი, სახელმწიფოს მხრიდან მოჰყვება მკაცრი, კანონისიერი რეაგირება. მინდა მივმართო დამკვირვებელ ორგანიზაციებს, როგორც საელჩოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, განკაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდს, იმიტომ რომ ყველნაირი ნიშანი არსებობს იმისა, რომ შესაძლებელია ვითარების დაძაბვის მცდელობა სწორედ ამ ადგილას მოხდეს. ჩვენი ამოცანაა, რომ არჩევნებმა თავისუფალ, სამართლიან და მშვიდ გარემოში ჩაიაროს“, - აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით თოჯინების თეატრების გაერთიანებამ ახალი სეზონი დაიწყო
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
აშშ-მ შესაძლოა ირანზე დარტყმები განაახლოს შუალედური არჩევნების შემდეგ
ბრაზილიიდან გაქცეული ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი ბოლსონარო შეერთებულ შტატებში ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)