|
2019-05-14 13:54:22, 1671 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერმა ქეთი ჩოგოვაძემ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა და „ვენდის“ მსოფლიო ქსელის 200 გამორჩეულ მენეჯერთა შორის აღმოჩნდა, ვისი ყოველღიური საზრუნავიც მომხმარებლისთვის ყველაზე კომფორტული გარემოს შექმნა და უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი მენიუს მომსახურების ყველაზე თანამედროვე სტანდარტებით შეთავაზებაა. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ საერთაშორისო ქსელის იმ მენეჯერებთან ერთად დააჯილდოვეს, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით „ვენდის“ რესტორნების მართვის სტანდარტების დახვეწვასა და თანამშრომლების მოტივირებასა და განვითარებაზე ზრუნვის მეთოდების სრულყოფაში. „ვენდის“ რესტორნების წამყვანი მენეჯერების დაჯილდვება ამერიკის შტატ ოჰაიოში, ქალაქ დუბლინში გაიმართულ კონფერენციაზე მოხდა. „ვენდის“ გლობალური ქსელის 6700-ზე მეტი რესტორნის მენეჯერიდან მხოლოდ 200 შეირჩა საერთაშორისო კომიტეტის მიერ, რომელთაც წამყვანი მენეჯერები მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისა და რესტორანში მათი ნაკადის ზრდის ტენდენციის საფუძველზე გამოავლინეს. დაჯიდოვებული მენეჯერებიდან 175 ა.შ,შ-დან, 15 კანადიდან და 10 სხვა ქვეყნიდან აღმოჩნდა. „ვენდის“ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოვლენილი წამყვანი მენეჯერები „ვენდის“ რესტორნების მმართველი გუნდის მხოლოდ 3%-ს წარმოადგენს. ქეთი ჩოგოვაძე „ვენდის“ თბილისი მოლის რესტორანს მართავს. „გაწეული შრომის საერთაშორისო დონეზე აღიარება, მოტივაციას გვაძლევს, რომ მეტი ძალისხმევა გავიღოთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ მომხმარებლის მომსახურება, რაც საბოლოო ჯამში მათი კმაყოფილებისა და ნაკადის ზრდაზე აისახება. მეამაყება, რომ საშუალება მომეცემა წარმოვჩენილიყავი „ვენდის“ მსოფლიოს ტოპ მემეჯერებთან ერთად და ამეღნიშნა საქართველოს „ვენდის“ რესტორნის წარმატება“, აცხადებს ქეთი ჩოგოვაძე, “ვენდის“ ქართული რესტორნის მენეჯერის საერთაშორისო აღიარება საამაყოა „ვისოლ ჯგუფისათვის”, რომელმაც ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება საქართველოში 2013 წელს დაიწყო და დღესდღეობით „ვენდი“ საქართველოში 10 რესტორნითაა წარმოდგენილი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი უკვე 2 წელია ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ პროდუქციის იმპორტი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და მომხმარებელს საქართველოში დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის საქონლისა და ფრინველის ხორცს, ბურგერის პურსა და სხვა სთავაზობს.
(R)
FT: მასკმა უკრაინას განუცხადა, რომ ის „ღიაა“ Starlink-ის გამოყენებით რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების იდეისთვის
„ისინი ჩამომახრჩობენ“, - პუტინს უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში საკუთარი სიცოცხლის შიში დაეუფლა
საქსტატის მტკიცებით, ივლისში საქართველოს ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა
ბოლო 5 წელში რძის პროდუქტებიდან ყველაზე მეტად ყველი გაძვირდა
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
რუსეთის ძალებმა დონეცკის რეგიონში, სლავიანსკზე FAB-500 ტიპის საჰაერო დარტყმა განახორციელეს
ზელენსკი: რუსული დარტყმის შედეგად მილას სოფელში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)