|
2019-05-14 10:37:47, 1582 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ძველ ხიბულაში გაზიფიცირების სამშენებლო სამუშაოები ზაფხულიდან დაიწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ხიბულაში ჩავიდა, ადგილობრივ მცხოვრებთ შეხვდა და მათ სოფლის გაზიფიცირების შესახებ ესაუბრა. გაზიფიცირების პროექტის თანახმად, ძველ ხიბულაში, 290 აბონენტია, სამშენებლო სამუშაოები ივლისში დაიწყება და შემოდგომაზე დასრულდება. ნათია თურნავას განცხადებით, 2019 – 2021 წლებში 226 დასახლებულ პუნქტში ჩატარდება საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები, რისთვისაც 201 მლნ ლარი დაიხარჯება. დასახლებული პუნქტების მესამედი სამეგრელოს რეგიონში მდებარეობს. გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით საქართველოს მთავრობამ განიხილა და დაამტკიცა, მოიცავს ისეთ დასახლებულ პუნქტებსაც, სადაც ისტორიულად არასოდეს ყოფილა ბუნებრივი აირი, მათ შორის, სამეგრელოს რეგიონში, სადაც გაზიფიცირებული ოჯახების რიცხვი 120 000-ს გადააჭარბებს. მათ შორის იქნება სოფელი ძველი ხიბულაც, რაც ჩვენ გეგმაში თავიდანვე იყო შეტანილი. მინისტრის თქმით, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობისას დაწყებისთანავე ძველ ხიბულას ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლები ხშირად ეწვევიან, რათა სრული კოორდინაცია მოხდეს ფონდ „ქართუსთან," რომელიც სოფელში ძალიან მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. „ქართუს" თანადგომით აქ ძალიან ბევრი რამ კეთდება და ვინაიდან ჩვენც გაზი შემოგვყავს, გვსურს, რომ ყველაფერი ერთიან კომპლექსში იყოს წარმოდგენილი" - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე განცხადებით, რამდენიმე თვეში ანუ იმ დროისთვის, როცა მოსახლეობას ყველაზე მეტად დასჭირდება სითბო, გაზი უკვე იქნება ოჯახებში შეყვანილი. „შარშან გაზიფიცირების სამწლიან გეგმაზე მუშაობისას, ჩვენ საზოგადოებას დავპირდით, რომ გაზიფიცირება ყველა იმ დასახლებულ პუნქტში განხორციელდებოდა, სადაც ტექნიკურად ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ამ დაპირებას ვასრულებთ და 2021 წლისთვის ქვეყნის მასშტაბით 1,3 მლნ - ზე მეტი აბონენტი იქნება გაზიფიცირებული, რაც აბონენტთა მთლიანი მოსახლეობის 85 პროცენტია. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში ლიდერი სახელმწიფოა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ. მინისტრი ძველი ხიბულას მოსახლეობას ასევე ესაუბრა პროგრამის "აწარმოე საქართველოში" მიმდინარე მიკრო და მცირე ბიზნესის დაფინანსების პროექტებზე, რომლით სარგებლობაც თითოეულ მათგანს შეუძლია.
(NS)
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
გიგა ავალიანის დედას ნია იმნაძის ოჯახს სამედიცინო დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებს
არაბულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების გამო, ქართულ ოცნებას სასამართლოში უჩივლებენ
ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას პუტინისთვის ტრიბუნალის შექმნის შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)