2019-05-13 11:07:25, 2188 ნახვა
მსოფლიო
მაიკ პომპეომ რუსეთში ვიზიტი გააუქმა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეოპ რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გააუქმა, - ამის შესახე Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, რუსეთში ჩასვლას პომპეო დღეს აპირებდა, თუმცა მაღალჩინოსანი დღეს ბრიუსელში გაემგზავრება. პომპეოს შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან 14 მაისს ძალაში რჩება. შეხვედრა სოჭში გაიმართება.
მაიკ პომპეო სახელმწიფო მდივნის სტატუსით რუსეთს პირველად ეწვევა. მაღალი რანგის შეხვედრაზე საუბარი სავარაუდოდ ავღანეთის, ვენესუელის და სირიის საკითხებს განიხილავენ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან