|
2019-05-11 15:25:13, 1876 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტრო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს მხარდაჭერას უცხადებს
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის წევრებს შეხვდა, რომლებიც "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ფარგლებში, საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან. მისიას მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს. სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, 2019 წლის ბიუჯეტის შესრულების შედეგები, განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, მათ შორის, განათლების რეფორმისა და ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის გათვალისწინებული ფისკალური ჩარჩო. „ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მისია პოზიტიურად შეფასდება. დელეგაცია დადებითად აფასებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. წელს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 პროცენტის ფარგლებშია პროგნოზირებული, რაც რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სრულ მხარდაჭერას უცხადებს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. სწორედ ეკონომიკური რეფორმებია დასახელებული ქვეყნის მაღალი ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად მომავალ წლებში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ. „გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა ფინანსთა მინისტრთან. შედგა დისკუსია ბიუჯეტის შესრულებისა და საინვესტიციო პროგრამების მიმდინარეობის გარშემო. ასევე, განვიხილეთ სამომავლო გეგმები განათლების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით. მისიის ფარგლებში, გვაქვს შეხვედრები ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან და ეროვნულ ბანკთან. იმედი გვაქვს, რომ შემფასებელი მისია წარმატებით დაასრულებს "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მიმდინარე პროგრამის მეოთხე მიმოხილვას", - განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პროგრამას სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭო მიმდინარე წლის ივნისში განიხილავს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ასევე, მისი მომავალი შემცვლელი - სელიმ შეკირი, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელის უფლებამოსილებას ოფიციალურად ივნისში შეუდგება.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)