|
2019-05-11 13:33:01, 1818 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას
„სამეგრელო ერთ-ერთ ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე რეგიონია. ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა. ამისთვის ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს”, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ზუგდიდში, აგროსაინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აგროსაინვესტიციო ფორუმი ყველა რეგიონში ჩატარდება, რათა აგროსასურსათო კუთხით მათი პოტენციალის წარმოჩენა მოხდეს. „ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა და წარმოების ზრდა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების გარეშე წარმოუდგენელია. შესაბამისად, სახელმწიფოს ხელშეწყობით, დარგის სტიმულირების, განვითარების და ხელშეწყობისთვის არაერთი აგროპროექტი შემუშავდა, წარმატებით ხორციელდება და დადებითი შედეგებიც უკვე სახეზეა”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აგრარული ქვეყანაა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ყველა აგროპროექტი ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებასა და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)