|
2019-05-11 11:52:08, 1310 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ტერიტორიაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროსაინვესტიციო ბიზნესფორუმი გაიმართა. ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის გუბერნატორმა, ალექსანდრე მოწერელიამ გახსნეს. სიტყვით გამოსვლისას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე, სტაბილურ ეკონომიკურ გარემოსა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ყველა იმ აგროპროექტზე, რომელიც ხელს უწყობს ქვეყანაში აგრობიზნესის განვითარებას და ადგილობრივ ფერმერებს წარმოების ზრდის შესაძლებლობას აძლევს. 2013 წლიდან დღემდე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არაერთი აგროპროექტის განხორციელებით, უკვე მიღწეულია მნიშვნელოვანი შედეგი. კერძოდ, • „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა 25 ახალი, ხოლო გაფართოვდა და გადაიარაღდა 45 არსებული საწარმო. • აღნიშნული საწარმოების საშუალებით, რეგიონში 2100-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი გაჩნდა. • 500 ჰა-ზე მეტ მიწის ფართობზე ახალი მრავალწლოვანი ბაღები გაშენდა. • რეგიონის მასშტაბით, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია 450 ჰა-ზე მეტ ფართობზე განხორციელდა. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, მსგავსი ფორმატის ღონისძიებები ხელს უწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის აქტიურ კომუნიკაციას და რეგიონში არსებული აგროწარმოების განვითარების შესაძლებლობების გაცნობას. „დღევანდელი ფორუმი წარმოადგენს შესანიშნავ პლატფორმას დეტალურად გავეცნოთ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის აგროპოტენციალს, რაც საშუალებას მოგვცემს ხელი შევუწყოთ მის მაქსიმალურად ეფექტიან გამოყენებას,“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო დარგის სპეციალისტებმა მეთხილეობის, მეკენკრეობის, მესაქონლეობისა და მეფუტკრეობის მიმართულებების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს. ფორუმის მონაწილეებმა სახელმწიფოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილეს და რეგიონში აგროსექტორის სხვადასხვა მიმართულების განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. ბიზნესფორუმის დასასრულს, პანელური დისკუსიის ფორმატში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და რეგიონის გუბერნატორმა რეგიონში არსებულ აგროსაინვესტიციო პოტენციალზე ისაუბრეს და მონაწილეთა მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესსექტორის 250-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომლის მიზანია დარგის გრძელვადიანი განვითარება და ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას და სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)